თინა ბოკუჩავა: ჩვენი ფრაქცია იმპიჩმენტის პროცესის პარლამენტში მიმდინარეობისას პლენარულ სხდომათა დარბაზში არ იქნება

,,ჩვენი ფრაქცია იმპიჩმენტის პროცესის პარლამენტში მიმდინარეობისას პლენარულ სხდომათა დარბაზში არ იქნება”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ხელს შეუშლის.

,,ბორელმა ჩვენთან შეხვედრისას, ისევე როგორც საჯაროდ, განაცხადა ძალიან კონკრეტულად, რომ იმპიჩმენტის პროცესი ნეგატიურად აღიქმებოდა ბრიუსელში. შესაბამისად, ეს პოლიტიკური ცირკი, რომელზეც ასე ხალისობს უმრავლესობის სხვადასხვა წევრი ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას და კანდიდატის სტატუსის მოპოვებას.

ჩვენი ფრაქცია იმპიჩმენტის პროცესის პარლამენტში მიმდინარეობისას არ იქნება პლენარულ სხდომათა დარბაზში და სხვა ოპოზიციონერებსაც მოვუწოდებდით, რომ იგივე გააკეთონ იმისთვის, რომ ოცნებას შეეზღუდოს მანიპულაციის სივრცე“, – აცხადებს ბოკუჩავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები