“ყოველ წვეთ წყალს უნდა მოვუფრთხილდეთ, რადგან ის ამოუწურავი რესურსი არაა”,- დღეს სურსათის მსოფლიო დღე აღინიშნება

“ყოველ წვეთ წყალს უნდა მოვუფრთხილდეთ, რადგან ის ამოუწურავი რესურსი არაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობდეთ, რათა წყალი რაც შეიძლება მაქსიმალურად დავზოგოთ,”- ამის შესახებ „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO-ს) პროექტის მენეჯერმა, მიხეილ სოხაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სოხაძემ სურსათის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც დღეს, 16 ოქტომბერს აღინიშნება. წელს სურსათის მსოფლიო დღე წყალს ეძღვნება სლოგანით – “წყალი არის სიცოცხლე, წყალი არის საკვები. არავინ ყურადღების მიღმა.”
სოხაძის თქმით, ქვეყანაში სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგება საკამოდ კარგად კონტროლდება როგორც თავად მწარმოებლისგან, ისე სახელმწიფოსგან.
“გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია” 1945 წლის 16 ოქტომბერს შეიქმნა, ხოლო უკვე 1979 წელს შექმნის დღე სურსათის მსოფლიო დღედ დაწესდა. რატომ წესდება ხოლმე მსგავსი დღეები: რთული გრაფიკი გვაქვს, ვიცით, რომ რაღაცები უნდა დავიცვათ, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენი ყურადღების მიღმა ძალიან ბევრი რამ რჩება. მსგავსი დღეები ჩვენი ყურადღების კონცენტრირებას ერთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვან თემაზე აკეთებს, რასაც დიდ ყურდღებას უნდა ვაქცევდეთ. წლევანდელი წლის მთავარი თემა წყალია. თითქოს ეს თემა, ერთი მხრივ, რაღაც განსაკუთრებულ ყურდაღებას არ მოითხოვს, ყველამ ვიცით, წყალს რა მნიშვნელობა აქვს, რომ სიცოცხლისთვის ერთ-ერთი უცილებელი პირობა წყალია. ხშირად გაგვიგია კიდეც, რომ სადაც წყალია იქ სიცოცხლეა. აქედან გამომდინარე წყალი დამატებით ახსნა-განმარტებას არ საჭიროებს. თუმცა, ყურდაღების მიქცევა აუცილებელია, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს სახლს, დედამიწას ძალიან მძიმე გამოწვევები აქვს. ის რთული პირობები, რომელიც ბოლო წლებში გლობალურ დათბობას მოჰყვა, დედამიწის მრავალ ადგილას უკვე საკმაოდ მძიმე შედეგებად აისახა. მტკნარი წყლის რაოდენობა ზოგან მეხუთედით, ზოგან კი მესამედითაც კი შემცირდა. აღსანიშნავია აისბერგის დნობა, მიუხედავად იმისა, რომ აისბერგი მარილიან წყალში გახლავთ, აისბერგი მტკნარი წყალია, მტკნარი წყლის მარაგია. ასევე უამრავი პროცესია, რომელიც ინდუსტრიალიზაციას, გაუფრთხილებლობას მოჰყვება.
ცოტა სენსიტიურ თემაც მინდა, ვახსენო, საქართველოში ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების მშენებლობაზე არანაკლები მნიშვნელობა წყლის რეზერვუარების შექმნას აქვს. 2 კურდღლს ვიჭერთ მაშინ, როდესაც 1 ჰიდროსადგური შენდება, რადგან სამომავლოდ წყლის გარკვეულ რეზერვუარს ქმნის. იმედს ვიტოვებ, რომ ამ დონემდე ქვეყანას არ გაუჭირდება, თუმცა ყოველთვის უნდა ვემზადოთ. რთული პროგნოზები კეთდება და ამიტომ ყველაზე უარესი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. საქართველოში ეს ნაკლებად მტკივნეულად გადაგვაქვს. მოგეხსნებათ, ჩვენს ქვეყანაში 20 000-ზე მეტი მდინარეა, ამ მხრივ ნაკლები პრობლემები გვაქვს, მაგრამ წყალი გამოულევადი რესურსი არ გახლვათ. მისი გაუფრთხილებლობა ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს. სასმელ -სამეურნეო წყლის 70 %, ძირითადად, სოფლის მეურნეობაზე იხარჯება. რომ შევადაროთ: სად პირდაპირ, მიშვებით რომ რწყავენ ჩვენი ფერმერები და სად წვეთოვანი მორწყვა, რომელიც ძალიან დიდ როლს ასრულებს როგორც მცენარისთვის, ასევე წყლის რესურსების გარკვეული კუთხით სწორ გამოყენებას ახდენს. საქართველოში რაზეც უფრო მოგვიწევს ყურდაღების გამახვილება არის ის, რომ მეტი რესურსები დავზოგოთ და მაქსიმალურად წვეთოვანი მორწყვის სისტემები გამოვიყენოთ.
დღეს რაც ქვეყანას ინდუსტრიალიზაციის პერიოდში ყველაზე მეტად სჭირდება, ჩანადენი წყლების კონტროლია, რათა ფაბრიკებიდან, საწარმო ობიექტებიდან ჩვენს მდინარეებში შესაბამისად გაფილტრული წყლის ჩადინება მოხდეს.
რადგან დღეს სურსათზე ვსაუბრობთ, ყურადღებას სასურსათო წყალზე გავამახვილებ, მნიშვნელოვანია, რითი ვრწყავთ, რასაც საჭმლისთვის ვრეცხავთ, რასაც საჭმლისთვის ვამზადებთ, აუცილებალდ სასმელი წყლით უნდა გავრეცხოთ. სასმელი წყალი გახლავთ როგორც სურსათი.
დღევანდელი დღე ყოველთვის ღონისძიებებით აღინიშნება. წელს ღონისძება ზუგდიდში ტარდება. მთავარი მესიჯები, ის იქნება, რაზეც ვისაუბრეთ: წლის რესურსების სწორად მოფრთხილება და მისი გამოყენება. ნათქვამიც არის, “ზღვა წვეთობით დაილიაო”, ყოველ წვეთ წყალს უნდა მოვუფრთხილდეთ, რადგან ეს ამოუწურავი რესურსი არაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობდეთ, რათა წყალი რაც შეიძლება მაქსიმალურად დავზოგოთ. ამავე დროს საკუთარი ჯანმრთელობა არ დაგვავიწყდეს და ყოველთვის ის წყალი გამოვიყენოთ, რომელიც სასურსათედაა განკუთვნილი. ეს სასმელ-სამეურნეო წყალია. სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგება საკამოდ კარგად კონტროლდება როგორც თავად მწარმოებლისგან, ასევე სახელმწიფოსგან. ამ მხრივ შეგვიძლია, თავი დაცულად ვიგრძნოთ” – განაცხადა მიხეილ სოხაძემ.

სოხაძემ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებაც ისაუბრა.

“საქართველოში “სურსათის ეროვნული სააგენტო” არსებობს, რომელიც საკმაოდ მკაცრ კონტროლს ახორციელებს და ეს შესაბამისად რიცხვებში აისახება. არ უნდა დაგვავიწყდეს მოხმარებლების პასუხისმგებლობაც , რომ, როდესაც პროდუქტს შეიძენენ და სახლში წაიღებენ, ყოველთვის ეცადონ, მოითხოვონ ის, რაც მოსათხოვი. რაც შეეხება პრობლემებს: ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა დღეს პირველადი წარმოებაა. სწორედ იქ არის კონტროლი აუცილებელი და გასამკაცრებელი. ეს მარტივი საკითხი არ გახლავთ. საქართველოში ფერმერული მეურნეობები არსებობს, მაგრამ ნაკლებად არის წარმოდგენილი, უმრავლესობა, 90 %-ზე მეტი წვრილი მეურნეობებია. სამწუხაროდ, ხშირად ისე ხდება, რომ აღნიშული საოჯახო მეურნეობების მფლობელებს კარგად არ აქვთ გათვითცნობიერებული ის პრობლემები, რაც შეიძლება, მათ არასწორ ქმედებას მოჰყვეს: იგივე ანტიბიოტიკების არასწორად მოხმარება, ანტისანიტარული პირობებში პირუტყვის გაზრდა, სხვადასხვა პროდუქტის დამზადება, ვფიქრობ , ფერმების გამსხვილებასთან ერთად ეს პრობლემები ნაკლებად იქნება.” – განაცხადა მიხეილ სოხაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები