სოზარ სუბარი: ანზორ ქოქოლაძე ხშირად ამხელდა „თი ბი სი ბანკს“, რომ, სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ერთად, ხაზარაძე მონაწილეობდა რეკეტსა და თაღლითური გზით ქონებების წართმევის საქმეებში

ანზორ ქოქოლაძის საქმე შესაძლოა, ყველაზე ნათელი მაგალითია, რადგან ანზორი ხშირად ამხელდა „თიბისი ბანკს“, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ერთად, ხაზარაძე მონაწილეობდა რეკეტსა და თაღლითური გზით ქონებების წართმევის საქმეებში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა,  სოზარ სუბარმა „იმედის კვირას,, განუცხადა.

„კონსტანტას“ მეპატრონე ჯერ პროკურატურაში წაიყვანეს და შემდეგ უთხრეს, რომ მორჩა, საქმიდან გამოსავალი არ არსებობს; ღამე, როდესაც პრაქტიკულად ყველა ბანკი დაკეტილი იყო და იმ დროს არც ერთი არ უნდა მუშაობდეს, იმ დროს მიიყვანეს შენობაში, სადაც იმყოფებოდნენ ნოტარიუსი, ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლები. იქ გააფორმეს თითქოს, სესხი აიღო, თუ არ ვცდები, 12,5მლნ ლარი და ეს თანხა ბიუჯეტში გადაარიცხვინეს. იმ დროს ჩატარდა ოპერაცია, როცა კანონით შეუძლებელია ოპერაცია განხორციელდეს და მხოლოდ ამის შემდეგ წარუდგინეს ბრალი, წაიყვანეს სასამართლოში და მეორე დღეს სასამართლოში გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება. ამ საქმეში ცხადად ჩანს ბანკის მონაწილეობა.

ანზორ ქოქოლაძის საქმე შესაძლოა, ყველაზე ნათელია კიდევ, რადგან იგი ხშირად ამხელდა „თიბისი ბანკს“, რომ ის მონაწილეობდა რეკეტსა და თაღლითური გზით ქონებების წართმევაში, სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ერთად“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები