ჩვენ ჩვენი სამშვიდობო გეგმა გვაქვს, არ ვეტრფით და არ ვესწრაფვით მხოლოდ ტერიტორიებს, ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა მშვიდობიანად უნდა მოახერხონ თანაცხოვრება – ბექა ოდიშარია

“ჩვენ ჩვენი სამშვიდობო გეგმა გვაქვს. არ ვეტრფით და არ ვესწრაფვით მხოლოდ ტერიტორიებს, ჩვენ გვჭირდება ხალხი, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„ვუსურვებდი უკრაინელ ხალხს, რომ მათმა ხელისუფლებამ ჯერ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოახერხოს. რაც შეეხება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს, ჩვენ ჩვენი სამშვიდობო გეგმა გვაქვს, არ ვეტრფით და არ ვესწრაფვით მხოლოდ ტერიტორიებს, ჩვენ გვჭირდება ხალხი, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები. ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა მშვიდობიანად უნდა მოახერხონ თანაცხოვრება. უნდა მოახერხონ ერთმანეთის გულების და შემდეგ, რა თქმა უნდა, მიწის დაბრუნება. ჩვენ არავის ჭკუის დარიგება არ გვჭირდება“, – განაცხადა ოდიშარიამ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ შავი ზღვის რეგიონთან მეზობელ სამხრეთ კავკასიაში ცვლილებების წყალობით ახალი პერსპექტივები გაჩნდება. უკრაინის პრეზიდენტი საკუთარ განცხადებაში შეეხო საქართველოსაც და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები