მაკა ბოჭორიშვილი – ბულგარეთის პარლამენტის მხარდამჭერ დეკლარაციაზე: მადლობა ჩვენს ბულგარელ კოლეგებს გულწრფელი მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის

მადლობა ჩვენს ბულგარელ კოლეგებს გულწრფელი მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის პარლამენტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.

„ბულგარეთს პარლამენტმა დღეს მიღებული დეკლარაციით მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას! კიდევ ერთი ღია და მტკიცე მხარდაჭერა მეგობარი ქვეყნისგან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! მადლობა ჩვენს ბულგარელ კოლეგებს გულწრფელი მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის!“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის პარლამენტმა აბსოლუტური უმრავლესობით საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიეცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები