შალვა პაპუაშვილი: გულწრფელი მადლობა ბულგარეთის პარლამენტს და მის თავმჯდომარეს დეკლარაციისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური გზის და კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერისთვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის პარლამენტის მიერ მიღებულ დეკლარაციას ეხმაურება, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
„გულწრფელი მადლობა ბულგარეთის პარლამენტს და მის თავმჯდომარეს, ჩემს მეგობარს როსენ ჟელიაზკოვს საპარლამენტო დეკლარაციისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური გზის და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაფასებთ გულწრფელ პარტნიორობას, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს, ინტერესებს და ევროპულ მომავალს“, – აღნიშნულია პაპუაშვილის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში X გამოქვეყნდა.
Heartfelt gratitude to the Bulgarian Parliament and its Speaker, my friend Rosen Zhelyazkov for the parliamentary declaration in support of Georgia’s Euro-Atlantic path and granting of an EU candidate country status to🇬🇪. We value this genuine partnership grounded in common… pic.twitter.com/XD0aH1NV7T
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) October 13, 2023