თეონა აქუბარდია: უნგრეთი ერთ-ერთია იმ 27 ქვეყნიდან, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს
უნგრეთი ერთ-ერთია იმ 27 ქვეყნიდან, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ეს არის მოცემულობა, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს ვიქტორ ორბანის ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.
„ის, რომ ერთადერთია, რომელიც მეგობრობს პრემიერ ღარიბაშვილთან ისევე, როგორც მეგობრობდა მიხეილ სააკაშვილთან, ესეც მოცემულობაა. ასეთ მოცემულობაში ჩვენ აღარ გვყავს იმ რაოდენობის მეგობრები ევროკავშირში, რამდენიც გვყავდა, ესეც „ქართული ოცნების დამსახურებაა“, – განაცხადა აქუბარდიამ.