დაჯგუფება “ჰამასი” ღაზას მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაემორჩილონ ისრაელის ბრძანებას ქალაქიდან ევაკუაციის შესახებ.
პირიქით, “ჰამასი” ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
მათი თქმით, ეს არის IDF-ის ცრუ პროპაგანდა და ხალხს მათი იგნორირებისკენ მოუწოდა.
რადიკალურ დაჯგუფება “ჰამასს” არაერთხელ სდებდნენ ბრალს ხალხის ფარად გამოყენებაში.
ამავდროულად, მედიაში ვრცელდება ფოტოები ღაზადან, სადაც ხალხი, ისრაელის მოწოდების შესაბამისად, ჩრდილოეთში გადასვლას იწყებს და სახლებიდან ნივთები გამოაქვს.