“ოკუპირებულ ტერიტორიებზე პატიმრობაში მყოფი თითოეული ადამიანის გათავისუფლება სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა” – ირაკლი კობახიძე

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე პატიმრობაში მყოფი თითოეული ადამიანის გათავისუფლება სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა”, – ამის შესახებ„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის განუცხადა.

„პატიმრების გათავისუფლება მარტივი საკითხი არ არის. სხვადასხვა წელს გვქონდა სხვადასხვა რთული შემთხვევა და ჩვენი პოლიტიკა წარმატებულიც იყო სხვადასხვა დროს, თუმცა, არის შემთხვევები, როცა ვერ ხერხდება პატიმრების გათავისუფლება. ეს პოლიტიკური პროცესია. სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს, რომ ნებისმიერი ასეთი ადამიანი გათავისუფლდეს. რა თქმა უნდა, ყველა ძალისხმევა იქნება გაწეული, რომ ყველა პატიმარი გათავისუფლდეს. თითოეული ადამიანის გათავისუფლება სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები