“მოსამართლეებმა უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად“ – ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
“ხელის გულზე დევს კონსტიტუციის დარღვევა. ამის არდადგენა სამართლებრივად გააჩენს კითხვას არამხოლოდ ჩვენი, ნებისმიერი იურისტის მხრიდან. მათ (მოსამართლეებმა) უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, თუ ასე იხელმძღვანელებენ, სახეზეა კონსტიტუციის დარღვევა“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლებს ის, რაც განხილვას არ უნდა დაქვემდებარებოდა, იმ საკითხებზე გადაჰქონდათ ყურადღება.
„არავითარი არგუმენტი არ ჰქონდათ, საკითხის მნიშვნელობა რომ დაეკნინებინათ. ის, რაც განხილვას არ უნდა დაქვემდებარებოდა, იმ საკითხებზე გადაჰქონდათ ყურადღება. ეს იყო მარტივი სამართლებრივი კაზუსი, თუმცა, კი ბატონო, საჭირო იყო განხილვა, ჩვენ დავრჩით ბოლომდე, ყველა შეკითხვას ვუპასუხეთ, მათ შეკითხვებს, საკონსტიტუციო სასამართლოს შეკითხვებს. რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, რომ ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის დარღვევას და ეს უნდა დადგინდეს,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.