„ნაცმოძრაობაში“ ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით ბედნიერები არ არიან” – მიხეილ სარჯველაძე
„ნაცმოძრაობაში“ ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით ბედნიერები არ არიან და ეს არის პრობლემა, რაც შეიძლება, მათ პოლიტიკურ წარმატებას ეღობებოდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ამ პარტიას პრობლემები აქვს და მისი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი იქნება თუ სხვა, ამას თვისობრივად მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარია ის ცუდი პოლიტიკა, რომელსაც საზოგადოებას სთავაზობენ და რის გამოც მხარდაჭერის მოპოვების პრობლემა აქვთ. რასაკვირველია, „ნაცმოძრაობაში“ ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით ბედნიერები არ არიან და ეს არის პრობლემა, რაც შეიძლება, მათ პოლიტიკურ წარმატებას ეღობებოდეს. ამას არასწორად მიიჩნევენ, რადგან სხვა არსებითი წინააღმდეგობები აქვთ წარმატების მოპოვებაში, მათ შორის, ეს არის უმძიმესი წარსული და არაფერი აქვთ ახალი შესათავაზებელი საზოგადოებისთვის.
ამბიცია აქვთ, რომ რაღაც ცენტრი გახდნენ. არ მგონია, ოპოზიციაში გაერთიანების პოტენციალი არსებობდეს. მათ მიმართ იმდენად დიდია ნეგატიური რეპუტაცია, რომ გაერთიანების შემთხვევაში დიდი პრობლემა ექნებათ. ოპოზიციაში არიან ადამიანები, ვისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.