არჩილ თალაკვაძე: აშშ-ის ახალ ელჩთან პოზიტიურ თანამშრომლობას მოველით

“მივესალმებით საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლას, ვუსურვებთ წარმატებებს. მასთან პოზიტიურ თანამშრომლობას მოველით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ელჩის მისია იქნება, რომ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განამტკიცოს.

„ჩვენ დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობების რამდენიმე ათწლეული გვაკავშირებს. ელჩს ექნება მნიშვნელოვანი მისია, რომ ეს ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო განამტკიცოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები