“ვიქტორ ორბანისთვის პრორუსი პოლიტიკოსის დარქმევა დიდი შეცდომაა” – ნიკოლოზ სამხარაძე

„ვიქტორ ორბანისთვის პრორუსი პოლიტიკოსის დარქმევა ძალიან დიდი შეცდომაა. ევროკავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში პრორუსული მთავრობა რომ იყოს, ქვეყნის ევროკავშირიდან და ნატოდან გაყვანას შეეცდებოდა, რადგან პრორუსული მთავრობა ასე მოიქცეოდა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

“ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით. ერთი ეს არის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. უნგრეთს ევროპულ საბჭოში აქვს ხმა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ უნგრეთმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭიროს და საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი იყოს. მეორე, ეს არის ორმხრივი ურთიერთობები.

საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე, ურთიერთობები სხვა სფეროში. ამიტომ დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითია, გაიმართა მთავრობათაშორისო სხდომა. ეს ვიზიტი ქართულ-უნგრული ურთიერთობების წინ წასაწევად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები