“საერთაშორისო საზოგადოებას და ცივილიზებულ სამყაროს უფრო მეტი აქვს გასაკეთებელი და არა ისე, რომ უკან მიდევნებული ლამპარივით უხდებოდეს რაღაცების კეთება რუსეთთან მიმართებით” – ალუდა ღუდუშაური

„საერთაშორისო საზოგადოებას და ცივილიზებულ სამყაროს კიდევ უფრო მეტი აქვს გასაკეთებელი და არა ისე, რომ უკან მიდევნებული ლამპარივით უხდებოდეს რაღაცების კეთება რუსეთთან მიმართებით“, – ასე გამოეხმაურა ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი ბაზის განთავსების საკითხს ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური.

„მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი ეფექტურობა მართებს და ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებას და ცივილიზებულ სამყაროს კიდევ უფრო მეტი აქვს გასაკეთებელი და არა ისე, რომ უკან მიდევნებული ლამპარივით უხდებოდეს რაღაცების გაკეთება რუსეთთან მიმართებით. დროა, მკაფიოდ იქნეს დაფიქსირებული ის პოზიცია, რაც საქართველოსთან მიმართებით არის, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მორგ ჯერზე ხდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ასეთი მიუღებელი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების პირდაპირ მკაფიო… ოკუპაციის იქით შეუძლებელია რაიმე იყოს, მაგრამ ჩვენ არ შევეგუებით და ვერ გვექნება ვერანაირი შემგუებლური პოზიცია, ყველა ჩვენს ხელთ არსებულ ხერხს და რესურსს გამოვიყენებთ, მაგრამ ცალსახაა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ეთქმის კიდევ უფრო მეტი საბოლოო სიტყვა. ვერ გვექნება იმაზე საუბარი, რომ სამხედრო გზით შევეცდებით ამის შეპასუხებას, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო რესურსს გამოვიყენებთ“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები