დავით ნარმანიამ საკომიტეტო მოსმენაზე სემეკის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, რომელიც კომიტეტის წევრებს 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს აცნობს, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, „ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი“ სემეკმა სწორედ საანგარიშო პერიოდში, 2022 წლის 4 თებერვალს დააფუძნა.

სასწავლო ცენტრი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს კვალიფიკაცია აიმაღლონ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში.

ცენტრი ხელს უწყობს ასევე ქალთა ჩართულობის ზრდას ენერგეტიკის სექტორში, ახორციელებს მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირებას და მათი ცნობიერების ამაღლებას.

ნარმანიას თქმით, სასწავლო ცენტრი ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს. აქვე ხდება კვლევებისა და რეკომენდაციების შემუშავება, პოტენციური ინვესტორების სრულად ინფორმირება და სხვ.

მანამდე, წლიური ანგარიშის წარდგენის ფარგლებში, დავით ნარმანიამ კომუნალური სერვისების მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით სემეკის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები