“გიორგი ვაშაძე საფრანგეთში გაემგზავრა” – “სტრატეგია აღმაშენებელში” უარყოფენ ინფორმაციას, რომ ვაშაძე კეზერაშვილს ხვდება

“სტრატეგია აღმაშენებელში“ უარყოფენ, რომ პარტიის ლიდერი, გიორგი ვაშაძე თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან შესახვედრად კვიპროსში გაემგზავრა.

მათი განმარტებით, გიორგი ვაშაძე ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება და კვიპროსში წასვლას არ აპირებს.

„გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. ვაშაძე ქვეყანაში ნამდვილად არ იმყოფება, წასულია საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით. კვიპროსში არანაირი შეხვედრა არ აქვს და არც აპირებს წასვლას“, – განაცხადეს პრესსამსახურში.

ცნობისთვის, კვიპროსში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი თანაგუნდელებთან ერთად გაემგზავრა. მან დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილს შეხვდება.
“რუსთავი 2-ისინფორმაცით, კეზერაშვილთან შესახვედრად კვიპროსში წავიდა გიორგი ვაშაძეც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები