“როდესაც რუსულ სამსახურებთან კავშირში მყოფი ადამიანების მხილების საქმეებზე საუბარს დაიწყებენ, ვურჩევდი, საკუთარი ბიოგრაფიებიდან დაიწყონ” – იონათამიშვილი „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ინიციატივაზე
“როდესაც რუსულ საქმეებზე საუბარს დაიწყებენ, ვურჩევდი, რომ საკუთარი ბიოგრაფიებიდან დაიწყონ’, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
„თუ ვინმე გამოირჩევა უშინაარსო და დესტრუქციული ქმედებებით, სწორედ ეს ადამიანები არიან. ახალი ინიციატივა სწორედ ამას ადასტურებს. ფაქტობრივად, ისინი მუდმივად ცდილობენ დეპოლარიზაციას და აქაც არაფერი გამოსდით, ყველაფერი ბუმერანგივით უკან უბრუნდებათ. ერთი ის არის აღსანიშნავი, რომ როდესაც დეპოლარიზაციის პროცესში მსგავსი ინიციატივებით გამოდიხარ, ამით აღიარებ, რომ შენი მიზანია სწორედაც რომ პოლარიზაცია. მეორე მხრივ, როდესაც რუსულ საქმეზე დაიწყებენ საუბარს, ვურჩევდი, რომ საკუთარი ბიოგრაფიებიდან დაიწყონ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
„გირჩი-მეტი თავისუფლება“ „დროასთან“ ერთად ქმნის პლატფორმას, სადაც რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების ვინაობა ციფრულ ფორმატში შეინახება“.