“იმედია, ლევან ხაბეიშვილი გამოიჩენს პრინციპულობას, ღირსებას და თავს არ გაათამაშებინებს კეზერაშვილ-მერაბიშვილს” – ნიკა მელია
„მე ვუსურვე ლევანს ხაბეიშვილს, რომ ღირსებითა და სიმართლით ემართა პარტია. არ მიკვირს, შესაძლებელია, ხაბეიშვილის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იყოს მისი საქმიანობით და შეიძლება, მცდელობა ჰქონდეთ რაღაც გადაადგილების, იმედია, ლევანი გამოიჩენს პრინციპულობას, ღირსებას და თავს ასე არ გაათამაშებინებს კეზერაშვილ-მერაბიშვილს”, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ კითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კვიპროსზე ვიზიტსა და პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე ნიკა გვარამიას კანდიდატურით ჩანაცვლების შესახებ ინფორმაციას ეხებოდა.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხის ინტერესი იყოს ასახული პოლიტიკაში, პოლიტიკა უნდა განისაზღვრებოდეს ხალხის მიერ და არა კულუარებში. რატომ არიან ესა თუ ის ადამიანები ამა თუ იმ ქვეყანაში, ამა თუ იმ ადამიანთან შეხვედრებზე მთელი შემადგენლობით, ეს, ალბათ, თავად როდესაც ჩამობრძანდებიან, მათ უნდა ჰკითხოთ. კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან ჩემი დამოკიდებულება ცნობილია. მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ მორალური უპირატესობით, მორალური სიცხადით, დიდი კონტრასტული სხვაობით. არ მჯერა იმ ადამიანების მიერ ბრძოლის ფრონტის გახსნის, რომელიც ძირითადად ფულის შოვნას გულისხმობს. ფული ვერ დაამარცხებს ბიძინა ივანიშილს და ვერც ფულის შოვნის ინტერესით ვერ დაამარცხებ. დაამარცხებ გულწრფელობით, მორალური უპირატესობით და ხალხის ინტერესის ასახვით პოლიტიკაში“, – განაცხადა მელიამ.
სოლიდარული, მე ყოველთვის, წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი არის უკანონო ტყვე, ჩემთვის ერთ-ერთი ვალდებულებად რჩება, სადაც არ უნდა ვიყო, რომელი პოლიტიკურ პლატფორმაზეც არ უნდა ვიყო, რომელი პოლიტიკური პლატფორმიდანაც არ უნდა ვიბრძოლო, ადამიანები, განსაკუთრებით ქვეყნის პრეზიდენტი არ იყოს ტყვე. ეს არის ჩემთვის წმინდათა წმინდა“,- განაცხადა მელიამ.