საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გიორგი სოსიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გიორგი სოსიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს 2023 წლის 1 ოქტომბერს შუალედური არჩევნების შედეგად, მე-15 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გიორგი სოსიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
კომიტეტის დასკვნა პარლამენტის პლენარულ სხდომას გადაეცემა.