მიხეილ სარჯველაძე: აღარც მალავენ იმ გარემოებას, რომ კეზერაშვილი არაფორმალური მმართველია იმ ჯგუფის, რომელსაც შემორჩენილი აქვს სახელი „ნაცმოძრაობა“

,,აღარც მალავენ იმ გარემოებას, რომ კეზერაშვილი არის არაფორმალური მმართველი იმ ჯგუფის, რომელსაც შემორჩენილი აქვს სახელი „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ კვიპროსში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ძალა, რომელიც დესტრუქციული ქმედებების შემოქმედია.

„აღარც მალავენ იმ გარემოებას, რომ კეზერაშვილი არის არაფორმალური მმართველი იმ ჯგუფის, რომელსაც შემორჩენილი აქვს სახელი „ნაციონალური მოძრაობა“. სამწუხაროდ, ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მთავარი შემოქმედია ყველა დესტრუქციული ქმედების. დღეს მათ მიერ შერჩეული იარაღი პოლიტიკურ კონკურენციაში გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ რადიკალიზაცია და ვაშაძის შეყვანა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში იყო მცდელობა, რომ ის ნაკლოვანებები შევსებულიყო, რომელიც დამახასიათებელი იყო ხაბეიშვილისთვის, როგორც ლიდერისთვის, რომელიც ვერ შედგა როგორც ლიდერი. როგორც ჩანს, ამ ვერსიამაც არ გაამართლა და ახლა კიდევ ექნება მცდელობები. რაკი ამაზე ისმის საუბრები და დისკუსია გაიხსნა, ალბათ, მოსალოდნელია, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა, მე არ მგონია, რომ აქ რაიმე დრამატული ცვლილება შეიძლება შეიტანოს რომელიმე პოლიტიკური ლიდერის ჩანაცვლებამ“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები