ირაკლი ღარიბაშვილი: ბაზარზე ყურძნის ძალიან მაღალი ფასები დაფიქსირდა
ბაზარზე ყურძნის ძალიან მაღალი ფასები დაფიქსირდა, რაც ძალიან მახარებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყურძნის მაღალი ფასით გლეხებს უფრო მეტი შემოსავალი ექნებათ.
“რთველი მიდის უპრეცენდენტოდ, ძალიან მაღალი ფასები დაფიქსირდა ბაზარზე, რაც მე ძალიან მახარებს, ვინაიდან გლეხებს უფრო მეტი შემოსავალი ექნებათ. გასულ წელს უპრეცენდენტოდ მაღალი შემოსავლი ჰქონდათ. წელს ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყურძნის მოსავალი 100 ათას ტონაზე მეტი იქნება. იმის მიუხედავად, რომ გვალვა და სეტყვა იყო. მთავრობა ჩართულია პროცესში. მინისტრი პირადად აკონტროლებს აქ მიმდინარე პროცესებს”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.