წალკაში, ხაშურსა და ვანში პირობით მსჯავრდებულები დასაქმდნენ

პრობაციის ბიუროების ხელშეწყობით, წალკაში, ხაშურსა და ვანში პირობით მსჯავრდებულები დასაქმდნენ. როგორც პრობაციის სააგენტოში აცხადებენ, სასამართლომ ი. ჩ-ს სასჯელად 120 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულება განუსაზღვრა და მის აღსრულებაზე კონტროლი ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს დაავალა.
,,წალკის რაიონის კომუნალური მომსახურებისა და წყალმომარაგების საწარმოში“, განაჩენით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, მსჯავრდებულმა პირნათლად იშრომა. ბიუროს რეკომენდაციის გათვალისწინებით, აღნიშნული საწარმოს ადმინისტრაციამ ი. ჩ-ს სტაბილური სამსახური შესთავაზა და პირველ ეტაპზე, ხელფასად 350 ლარი დაუნიშნა. შიდა ქართლის პრობაციის ბიუროში განხორციელებული ინდივიდუალური მუშაობის შედეგად, პირობით მსჯავრდებულ ს. თ-ს დასაქმების საჭიროება გამოუვლინდა. ბიუროს შუამდგომლობით, პრობაციონერი დასაქმდა სამშენებლო კომპანიაში, რომელიც ცენტრალური ავტომაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. ს. თ-ს ყოველდღიური ხელფასი 22 ლარია. იმერეთის პრობაციის ბიუროს დახმარებით, სამშენებლო ბლოკის დამამზადებელ საამქროში დასაქმდა პირობით მსჯავრდებული შ. მ. იგი ყოველდღიურად 30 ლარს გამოიმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები