აჭარის მთავრობას უმაღლესი საბჭოს საქმიანობის კონტროლის ხელისშეშლაში ადანაშაულებენ (ვიდეო)

ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის მთავრობას ბრალდებას უყენებს. როგორც ფრაქციაში აცხადებენ, აჭარის მთავრობა უმაღლეს საბჭოს მთავრობის საქმიანობის კონტროლის განხორციელებას შეგნებულად უშლის ხელს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ალექსანდრე ჩიტიშვილის განცხადებით, 2013 წელს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან გამოითხოვეს საჯარო ინფორმაცია ინვესტიციების შესახებ, თუმცა დოკუმენტები არ მიაწოდეს. მისივე თქმით, მოგვიანებით ინფორმაცია საინვესტიციო პროექტების შესახებ არაოფიციალურად საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსისგან მიიღეს.
ჩიტიშვილის განცხადებით, აღნიშნულის შემდეგ საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის შტატი მთავრობამ გააუქმა იმ მოტივით, რომ იგივე ფუნქცია ფინანსთა სამინისტროს ჰქონდა. მთავრობის გადადგომის მომხრე კოალიციის ნაწილი კი აცხადებს, რომ არაერთი მსხვილი ინვესტიციის განხორციელების სურვილი იყო, თუმცა მთავრობის თავმჯდომარე მათთან შეხვედრაზე უარს ამბობდა და ბიზნესმენებს პირადი ინტერესებით არჩევდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=FCRoCcV0rPM” width=”560″ height=”315″]

წყარო: TV4

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები