ირაკლი ჩიქოვანი: ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომლებიც გააჟღერა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პირადად ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ

კარგად გვესმის, რომ ჩვენს რეგიონში, კავკასიაში იცვლება გეოპოლიტიკური სურათი. ის, რაც მოხდა მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში, აბსოლუტურად ცვლის ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა ჩვენს ორივე მეზობელთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომლებიც გააჟღერა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ის მადლიერების სიტყვები, რომელიც მიმართული იყო საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და პირადად ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ. იმ ადამიანის მიმართ, რომლის ნდობაც გააჩნიათ იყოს შუამავალი, იყოს ფასილიტატორი და შესაბამისად ეს არის ძალიან დიდი რამ და ეს არის წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების, სახელმწიფოებს შორის ერთგულებისა და პირადი ნდობის შედეგი“, – განაცხადა ჩიქოვანმა “ქრონიკის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები