გიორგი ვოლსკი: აღარ გვიკვირს უკვე, რომ მსოფლიო ბანკის თუ სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს
“აღარ გვიკვირს უკვე, რომ მსოფლიო ბანკის თუ სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებით და ინდიკატორებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ქვეყნების გარკვეულ რაოდენობას და ნატოს წევრი ქვეყნების მნიშვნელოვან რაოდენობას”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ის მაჩვენებელი, რომლითაც საქართველო ხასიათდება, სწორად უნდა შეფასდეს.
„როცა საუბარია კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე, მართლმსაჯულებასა და მართვის სისტემაზე, გამჭვირვალობაზე, განვითარებაზე. უშველებელი ტრაგიკული პროცესების მიღმა, რომელიც ვითარდება, სწორად უნდა შევაფასოთ ის მაჩვენებელი, რომლითაც საქართველო ხასიათდება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.