შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული არჩევნების დანერგვის გადაწყვეტილებაა მიღებული, ვინაიდან ჩანს, რომ უკვე არის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საინფორმაციო თავდასხმების მცდელობები

“მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული არჩევნების დანერგვის გადაწყვეტილებაა მიღებული, ვინაიდან ჩანს, რომ უკვე არის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საინფორმაციო თავდასხმების მცდელობები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მათი ოპტიმისტური გათვლებით დადასტურდა, რომ ამომრჩევლების 90% შეძლებს, ელექტრონულად გაიაროს ვერიფიკაცია საარჩევნო უბანზე.

„მიღებულია გადაწყვეტილება ელექტრონული არჩევნების დანერგვის. იცით, რომ ეს იყო ერთი მხრივ დიდი მუშაობის შედეგი, ამავე დროს, რა თქმა უნდა, იყო საკითხი, რომ რამდენად შეძლებდა ცესკო, რომ აეწია ეს ტვირთი და ვნახეთ, რომ საბედნიეროდ, ბევრი პილოტი, რომელიც ჩატარდა, იყო ძალიან წარმატებული. ჩვენი ოპტიმისტური გათვლებით დადასტურდა, რომ ამომრჩევლების 90% შეძლებს, ელექტრონულად გაიაროს ვერიფიკაცია საარჩევნო უბანზე. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან ყველანაირ სპეკულაციას მოუღებს ბოლოს, რაც რადიკალური ჯგუფებიდან მოდიოდა არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა იმ კითხვაზე, რაც გაგიგიათ – ბათილი ბიულეტენების რაოდენობაზე, ოქმებთან დაკავშირებით, პარალელურ დათვლებზე და ა.შ. ელექტრონულად იქნება პასუხი გაცემული. პილოტებმა სწორედ ეს აჩვენეს, რომ ამ თემებთან დაკავშირებით არცერთი კითხვა არ იყო. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და ეს ტექნოლოგია დაინერგება, ვინაიდან ჩანს, რომ უკვე არის მცდელობები, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საინფორმაციო თავდასხმების“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები