გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად, ევროკავშირს ეუბნებიან, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს, თუ ქვეყანა სააკაშვილს არ გაათავისუფლებს და რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს
„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი ქართული ანალიტიკური ცენტრის, GRASS-ის დამფუძნებლის, სერგი კაპანაძის სტატიას აფასებს.
„ის, რომ სერგი კაპანაძე რამდენიმე არასამთავრობოს სახელით მიმართავს ევროკავშირს, რომ საქართველოს იმ შემთხვევაში მიეცით კანდიდატის სტატუსი, თუ სააკაშვილს გაათავისუფლებენ და რუსეთს სანქციებს დაუწესებენ, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად ეუბნებიან, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, სერგი კაპანაძის ავტორობით, EURACTIV-ში სტატია გამოქვეყნდა, სადაც კაპანაძე საუბრობს რამდენიმე პირობაზე, რომელსაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიდგომა უნდა დაეყრდნოს.