ჰადას მეიცადი: ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავაბრუნოთ ყველა ადამიანი, ვინც გატაცებულია ღაზას სექტორში
საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოსთან კონტაქტზეა. როგორც კი იქნება ინფორმაცია, მას ყველა ქვეყანას მივაწვდით მათ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც ტყვედ არიან აყვანილები ღაზას სექტორში, – ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა ვთქვა იმ მაღალი დონის დახმარებისთვის, რომელსაც ვიღებთ საქართველოსგან. ჩვენ ვიმყოფებით ომში ტერორიზმის წინააღმდეგ. მახსოვს თქვენი შენიშვნა, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო ისრაელის გვერდით დგას და საქართველოც ამ სამყაროს ნაწილია. ჩვენი მოლოდინია, რომ თქვენ გააგრძელებთ ჩვენს გვერდში დგომას, რადგან ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა დავაბრუნოთ ყველა ადამიანი, ვინც გატაცებულია ღაზას სექტორში, რომ უზრუნველვყოთ, რომ ასეთი არაადამიანური, ბრუტალური ტერორისტული აქტი აღარასოდეს განმეორდეს“, – განაცხადა ელჩმა