მიხეილ სარჯველაძე: დიდი მოლოდინი ალბათ არ უნდა გვქონდეს, რომ ოპოზიცია კონსტიტუციის უპატივცემულობის გამო მხარს დაუჭერს იმპიჩმენტის პროცესს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ თუკი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში გადავა, არ აქვს იმედი, რომ ოპოზიციის უმრავლესობა ამას მხარი დაუჭერს.

“მოლოდინი მაქვს, რომ ის, რაც გამოჩნდა პროცესზე, გამოჩნდა მოსამართლეებისთვისაც და, შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელიც გულისხმობს გაზიარებას იმპიჩმენტის საფუძვლად მითითებული გარემოებების. მაინც და მაინც დიდი მოლოდინი ალბათ არ უნდა გვქონდეს, რომ ოპოზიცია ჩამოყალიბდება და კონსტიტუციის უპატივცემულობის გამო მხარს დაუჭერს იმპიჩმენტის პროცესს,” – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები