“ეს არის აბსოლუტურად ექსტრემისტული, რადიკალური, პოპულისტური ძალა” – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

“ეს ხომ არ არის სტანდარტული ოპოზიცია, ეს არის აბსოლუტურად ექსტრემისტული, რადიკალური, პოპულისტური ძალა და ასე უნდა თქვან, რომ ხან პრემიერი იტყუება, ხან მე ვიტყუები, ხან სხვა ჩვენი გუნდიდან, ეს არის მათი ნარატივი”, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ბრალდებებს, რომ პრემიერი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ესპანეთში ევროპელი ლიდერებისგან მიიღო გარანტიები საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

„სიმართლე რა არის, ამაზე პრემიერმა ისაუბრა. ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალი პროცესებს და საბოლოო გადაწყვეტილებებს უნდა დაველოდოთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები