“ცნობები ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ უკიდურესად შემაშფოთებელია” – ევროკავშირის ელჩი

“ცნობები ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელია, ეს იქნება რუსეთის მიერ 2008 წლის 6-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების აშკარა დარღვევა”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„ნება მომეცით, გავიმეორო ევროკავშირის პოზიცია: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ცნობები ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელია, ეს იქნება რუსეთის მიერ 2008 წლის 6-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების აშკარა დარღვევა, ცხადია, მოვლენების ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა“, – აღნიშნა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები