საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაასრულა

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაასრულა. დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ქვეყნის კონსტიტუცია, ამის შესახებ გადაწყვეტილება პლენუმმა უნდა მიიღოს.

დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, 15 ოქტომბრამდე წერილობით უნდა გადაეგზავნოს.
დადებითი პასუხის შემთხვევაში, პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება.

პრეზიდენტის წარმომადგენლები იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ, პროცესზე მყოფი, “ქართული ოცნების“ ლიდერები კი მოწინააღმდეგის პოზიციას სასამართლოზე სუსტად და სამარცხვინოდ მიიჩნევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები