“სამართლებრივ ნაწილში პარლამენტის წარმომადგენლები ჩიხში არიან შესულები” – თამარ ჩუგოშვილი
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, უმრავლესობის დეპუტატები სამართლებრივ ნაწილში ჩიხში არიან შესულები.
„პირველ ყოვლისა, ვიტყვი, რომ სამართლებრივ ნაწილში პარლამენტის წარმომადგენლები სრულიად ჩიხში არიან შესულები იმიტომ, რომ აბსურდამდე მივიდა, რასაც ისინი ამტკიცებენ.
თუ რამის თავი აქვთ, პროცესზე გვითხრან, რაც აქვთ სათქმელი, მედიასთან ლაპარაკს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.