დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე იმსჯელებენ

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე იმსჯელებენ. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე გააცნობს.

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 6,5%-ს შეადგენს, ნაცვლად 5%-ისა. შემცირებულია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი და 2.6%-ს შეადგენს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 78,8 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრება. უცვლელია ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა – ის მშპ-ის 2.8%-ია. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 256,7 მლნ ლარით იზრდება და 22 170,9 მლნ ლარს შეადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 431,2 მლნ ლარით იზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები