„მეც გეტყვით, ვის სასამართლოში ხართ“ – მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს შეურაცხყოფა მიაყენა

ეს არ არის ადეიშვილის, არც გვარამიას სასამართლო, ვისი მოადგილეც იყავით წლების განმავლობაში, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო და პატივი ეცით, – ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მიმდინარე პროცესზე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელს, მაია კოპალეიშვილს.

ამის საპასუხოდ, კოპალეიშვილმა კობახიძეს საკუთარი წარსულისთვის მიხედვა ურჩია.

„წესიერად ილაპარაკეთ, თორემ მეც გეტყვით, ვის სასამართლოში ხართ. მერე რა, მე ვამაყობ მაგით, რომ ვიყავი მოადგილე. სხვათაშორის, თქვენ იყავით, გავრილოვი რომ ჩამოიყვანეთ საქართველოში. თქვენ რაც უნდა თქვათ, ვერანაირად ვერ იმოქმედებთ ჩემზე“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

„რომ ამაყობთ, ეგაა თქვენი პრობლემა“, – უპასუხა კობახიძემ პრეზიდენტის წარმომადგენელს.

მანამდე, ირაკლი კობახიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი იყო, პრეზიდენტი ყოფილიყო სასამართლოში, რადგან რეალურად პრეზიდენტი სხვა რამეს ამბობს და მისი წარმომადგენლები სხვა რამეს ამბობენ“. ამის შემდეგ მაია კოპალეიშვილმა აღნიშნა, რომ არასწორი იყო, რასაც ირაკლი კობახიძე აკეთებდა და სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართა, იყო თუ არა ეს გაპროტესტების საფუძველი. ირაკლი კობახიძემ კი, მაია კოპალეიშვილს მიმართა, სიტყვა არ შეეწყვეტინებინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები