პრეზიდენტის წარმომადგენელი: ილიას სიტყვები რომ გამოვიყენო, მთავარი მოქმედებაა, თორემ თეთნულდი დგას და რას აკეთებს?! თუ არ იმოქმედე, შედეგი არ დადგება
“ევროინტეგრაცია არ არის ქმედების გარეშე. ილიას სიტყვები რომ გამოვიყენო, მთავარი არის მოქმედება, თორემ თეთნულდი დგას და რას აკეთებს?! თუ არ იმოქმედე, შედეგი არ დადგება. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს თქვა, რომ იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად”, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინება განიხილება.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს თქვა, რომ იწყებს შეხვედრებს ევროპულ ლიდერებთან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად, ეს არ არის ის, რომ შეცვალა პოლიტიკა ან უნდა პოლიტიკის შეცვლა.
„მხარდაჭერა ცუდი რამ არ არის, ეს ხომ ვიცით? როდესაც ევროინტეგრაციაზე გვაქვს ინტერესი, პირადად ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეების 80%-სთვის და დიახ, თქვენთვისაც, რადგან ბუნებრივია, ამაში ეჭვიც არ მეპარება. ევროინტეგრაცია არ არის ქმედების გარეშე. ილიას სიტყვები რომ გამოვიყენო, მთავარი არის მოქმედება, თორემ თეთნულდი დგას და რას აკეთებს?! თუ არ იმოქმედე შედეგი არ დადგება. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს თქვა, რომ იწყებს შეხვედრებს ევროპულ ლიდერებთან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად. ეს არ არის ის, რომ შეცვალა პოლიტიკა ან უნდა პოლიტიკის შეცვლა. პირიქით, მთავრობის მიერ გამოხატულ და გაცხადებულ პოლიტიკას მხარდაჭერას უცხადებს“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.