არჩილ თალაკვაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება საქმე, რომელიც ყველა მომავალ ხელისუფლებას ეტყვის ერთადერთ გზავნილს, საქმე გააკეთოს კონსტიტუციის დაცვით

მმართველი გუნდის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება საქმე, რომელიც ყველა მომავალ ხელისუფლებას ეტყვის ერთადერთ გზავნილს, რომ საქმე გააკეთოს კონსტიტუციის და წესების დაცვით.

„დღეს საქართველოს აქვს საკონსტიტუციო ბაზა და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია, რომელმაც რეფორმა გაიარა და პირველად ხდება, როდესაც ახალი კონსტიტუციის, რომელმაც საქართველო საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადაიყვანა, შესახებ უხდება საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის გაკეთება. რეალურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, ამ გადაწყვეტილებამ ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს კონსტიტუციური წესრიგი. ეს [პრეზიდენტის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება] იქნება საქმე, სადაც ყველა მომავალ ხელისუფლებას, არჩეულ ლიდერს, თუ სახელმწიფო ინსტიტუტს ეტყვის ერთადერთ გზავნილს, რაც არის ფუნდამენტი ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის, რომ ყველამ თავისი საქმე, მათ შორის, ის საქმე, რისიც ძალიან სჯერა, გააკეთოს კონსტიტუციის და წესების დაცვით“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები