არჩილ თალაკვაძე: USAID-მა ფული მისცა კონკრეტულ ორგანიზაციას, რისთვის მისცა, ამაზე უმოკლეს დროში არის საჭირო განმარტებების გაკეთება
ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული USAID-მა მისცა კონკრეტულ ორგანიზაციას და რისთვის მისცა, ამაზე უმოკლეს დროში არის საჭირო განმარტებების გაკეთება, რომ არ დარჩეს სივრცე რამე დამაზიანებელი კითხვებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ამ ყველაფერს გამოიყენებენ ჩვენი მეგობრობის მოწინააღმდეგეები და ამაზე დროულად უნდა გაკეთდეს განმარტება. თუმცა, რაც მოცემულობაა და ფაქტია, USAID-მა რომელი ორგანიზაციაც დააფინანსა, ის ორგანიზაცია ამ ფულს იყენებს ძალადობრივი, რევოლუციური სცენარის მოსამზადებლად“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ჯერჯერობით, საქართველოში არ ჩამოსულა აშშ-ის ახალი ელჩი და თუ ვინმემ ამ პირობებში გადაწყვიტა, რომ ამ საკითხზე საზოგადოებას განმარტება არ სჭირდება, ეს ძალიან ცუდია.
„დღეს აშშ-ის ელჩი არ არის თბილისში. ელჩი, რომელმაც ამოწურა მანდატი, წასულია და ახალი ელჩი არ არის ჯერ ჩამოსული. ამიტომ, თუ ვინმემ ამ პირობებში გადაწყვიტა, რომ ამ საკითხზე საზოგადოებას განმარტება არ სჭირდება, ძალიან ცუდი“, – განაცხადა თალაკვაძემ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.