დავით მათიკაშვილი: ირაკლი კობახიძემ მასტერკლასი ჩაუტარა პრეზიდენტსა და მის წარმომადგენლებს

“ირაკლი კობახიძემ მასტერკლასი ჩაუტარა საკონსტიტუციო სამართლის ლაბირინთებში გაბნეულ პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს, რომლებიც უსუსური მიზეზებით ცდილობენ, ახსნან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას.

მისივე თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლები ცდილობენ, ახალი ველოსიპედი გამოიგონონ.

„როდესაც პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, მას შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება სჭირდება. ამის საპირისპიროდ პრეზიდენტის წარმომადგენლები ცდილობენ, გამოიგონონ ახალი ველოსიპედი, მოიგონონ ახალი მიმდინარეობა საკონსტიტუციო სამართალში, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები