გიორგი კახიანი: არ მეგონა, თუ ასეთი სუსტი პოზიცია ექნებოდა პრეზიდენტის წარმომადგენლობას

“მე მართლა არ მეგონა, თუ ასეთი სუსტი პოზიცია ექნებოდა პრეზიდენტის წარმომადგენლობას”, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოში განუცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა თავიანთი პოზიციით თავდაყირა დააყენეს კონსტიტუციის სულისკვეთება და კონსტიტუციური მართლწესრიგი.

“ჩვენთვის მათი პოზიცია არ იყო ცნობილი, რადგან აქამდე არც წერილობით ჰქონდათ წარმოდგენილი და რა საფუძვლებს დაეფუძნებოდა მათი პოზიცია, არ ვიცოდით და ახლა გაჟღერდა.

მე მართლა არ მეგონა, თუ ასეთი სუსტი პოზიცია ექნებოდა პრეზიდენტის წარმომადგენლობას. ფაქტობრივად, მათ თავიანთი პოზიციით თავდაყირა დააყენეს კონსტიტუციის სულისკვეთება და კონსტიტუციური მართლწესრიგი“, – აღნიშნა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები