“ჩვენც შეგვეძლო, წარმომადგენლები გამოგვეგზავნა, მაგრამ პარლამენტის 4 წევრი აქ იმიტომ ვართ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატეთ” – ირაკლი კობახიძე

“საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ პატივისცემის კუთხით იყო მნიშვნელოვანი პრეზიდენტის აქ ყოფნა, თორემ მე რა ინტერესი მაქვს?!’’, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენც შეგვეძლო, წარმომადგენლები გამოგვეგზავნა, მაგრამ პარლამენტის 4 წევრი აქ იმიტომ ვართ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატეთ. იგივე შეეძლო პრეზიდენტს, თუმცა, არ გააკეთა – ეს მისი არჩევანია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები