რუსეთმა არესტოვიჩზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შსს-მ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილ მრჩეველ ალექსი არესტოვიჩზე ძებნა გამოაცხადა. მისი გვარი უწყების ძებნილთა სიაშია შეყვანილი.

კონკრეტულად რა გახდა მისი ძებნის საფუძველი, მითითებული არ არის, თუმცა ნათქვამია, რომ “ძებნის საფუძველია – სისხლის სამართლის მუხლი”.

მაისში “რისფინმონიტორინგ”-მა არესტოვიჩი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა. ამ სიაში შეყვანილ ადამიანებსა და ორგანიზაციებს ეკრძალებათ მედიასთან ურთიერთობა, ინტერნეტში ინფორმაციის განთავსება, საჯარო ღონისძიებების ორგანიზება, არჩევნებში მონაწილეობა და ნებისმიერი ფინანსური სერვისის გამოყენება, რომელიც არ უკავშირდება გადასახადების, ხელფასების და ზარალის გადახდას.

არესტოვიჩი ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის შტატგარეშე მრჩევლად 2020-2023 წლებში მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები