კანადამ შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს
იმ შემთხვევაში, თუ უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმება არ შესრულდება, კანადამ შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯონ ბერდმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, უკრაინაში კრიზისის პოლიტიკური დარეგულირება გვინდა დავინახოთ. ჩვენ კრიზისის დეესკალაციისთვის რუსეთის მზადყოფნას კვლავ სკეპტიკურად ვუყურებთ. მოდით, პოლიტიკური დარეგულირებას შანსი მივცეთ. მაგრამ თუ ახალ პროვოკაციებს ექნება ადგილი და სხვა ნეგატიური მომენტები გაჩნდება, ჩვენ გადამწყვეტად გამოვალთ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებისთვის“, – განაცხადა ბერდმა.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე – კეთრინ ეშთონთან მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა. ეშთონმა და ბერდმა ასევე ერთობლივი განცხადება მოამზადეს:
„უკრაინაში მიუღებელი პროვოკაციების წინაშე ჩვენ თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოების მხარდასაჭერად ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას ვაგრძელებთ“.