გურჯაანის მერობის კანდიდატი: ხმა მივეცი გურჯაანის მომავალს, განვითარებას, მშვიდობასა და სტაბილურობას

“მე ხმა მივეცი გურჯაანის მომავალს, განვითარებას, მშვიდობასა და სტაბილურობას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ გურჯაანის მერობის კანდიდატმა, გიორგი მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანი მხარდამჭერებს მადლობას უხდის.

„სიმბოლურია, რომ 11 წლის თავზე 1-ელ ოქტომბერს ისევ არჩევნებია. ისევ გამარჯვება გვიწევს და ყოველთვის გამარჯვებულები ვიქნებით. მე მადლობას ვუხდი ყველა ჩემს მხარდამჭერს და მათ აქტიურობისკენ მოვუწოდებ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

გორსა და კასპში პარლამენტის შუალედური, გურჯაანში კი მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები