ინგა გრიგოლია: პრეზიდენტის პრესმდივანი მიყვიროდა, როგორც მონას…
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანს თიკო მჟავანაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. ინგა გრიგოლია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ მას გიორგი მარგველაშვილის პრესმდივანმა დაურეკა და გალანძღა. ჟურნალისტი პრეზიდენტის ქალიშვილს თხოვნით მიმართავს, მომხდარის შესახებ მამამისს შეატყობინოს.
“საოცრება დამემართა… პრეზიდენტ მარგველაშვილის პრესმდივანმა დამირეკა და პირდაპირი მნიშვნელობით, გამლანძღა… ana Anna Margvelashvili – ეგებ შენ მაინც გადასცე მამას, თორემ აშკარა იზოლაციაშია, გამომიცდია – შევარდნაძის პრესმდივანი… სააკაშვილის… ასეთი რამ არავის უკადრია… არასოდეს… პრეზიდენტის პრესმდივანი მიყვიროდა,როგორც მონას… ვაი, თქვენს პატრონს… პასუხი იხილეთ ,,რეაქციაში“,- წერს ინგა გრიგოლია.