ზურაბ უტიაშვილი რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
დევნილთა სააგენტოს დირექტორი, ზურაბ უტიაშვილი რუსთავში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ადგილზე 800 დევნილი ოჯახისთვის 4 კორპუსი შენდება. ახალი, გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს 2025 წელს გადაეცემათ.
„დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უპრეცედენტო მასშტაბის მშენებლობები 2023 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 900 მილიონი ლარია, 2025 წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართით 13 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. 7000-ზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6000 ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება“, – აღნიშნულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.