სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
„სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე, ისევე როგორც ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე, საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.