ეროვნული ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერების, ასევე, უსაფრთხოების საკითხებზე სებ-ის მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების მომზადების მიზნით, ეროვნულ ბანკში პრეზიდენტის მრჩევლის პოზიცია უსაფრთხოების საკითხებში შეიქმნა, აღნიშნული თანამდებობა დაიკავა მალხაზ ღუღუნიშვილმა.
ღუღუნიშვილს ეროვნულ ბანკში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სებ-ში ის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2004 წლიდან სხვადასხვა დროს მუშაობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, გენერალურ პროკურატურაში.