იუსტიციის სახლში სერვისების მიწოდების პროცესი სრულად აღდგენილია
იუსტიციის სახლში სერვისების მიწოდების პროცესი აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ იუსტიციის სახლში სერვისების მიწოდების პროცესი სრულად აღდგენილია!“ – აღნიშნულია იუსტიციის სახლის განცხადებაში.
ცნობისთვის, იუსტიციის სახლმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომ პროვაიდერის ქსელზე წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო იუსტიციის სახლის ფილიალებში სერვისების გაცემა შეფერხებული იყო.