იუსტიციის სახლი: ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სერვისების გაცემა
“გაცნობებთ, რომ, იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად პროვაიდერის ქსელზე წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სერვისების გაცემა”,- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, სერვისების გაცემის პროცესის განახლებისთანავე ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ Facebook გვერდზე.
იუსტიციის სახლი შეფერხებისთვის ბოდიშს იხდის.